რელიგია
მკითხველს შევახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდა. გაიმარჯვა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 62.11% დააგროვა. ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ა.წ. 17 ნოემბერს გაიმართება.
„იმედი მაქვს, თქვენი მოღვაწეობა პრეზიდენტის პოსტზე ახალ ფურცელს გადაშლის საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ისტორიაში, რომელთა ხალხები ერთი რწმენითა და საერთო სულიერ–ზნეობრივი და კულტურული ფასეულობებით არიან დაკავშირებული“, – ნათქვამია პატრიარქ კირილის გზავნილში.