უცხოეთი
ჟირინოვსკის გამონათქვამებს კავკასიის შესახებ ექსტრემიზმზე შეამოწმებენ

Jirinovskiiსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. დუმის ნაციონალურ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გაჯიმეტ საფარალიევს განზრახული აქვს გენპროკურატურას მიმართოს თხოვნით, ექსტრემიზმზე შეამოწმონ „ლდპრ“-ის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკის გამონათქვამები ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ. საუბარია განცხადებებზე, რომლებმაც ტელეარხ „როსიას“ ტელეგადაცემა „პოედინოკ ნა კავკაზე“-ში გაიჟღერა, სადაც ჟირინოვსკიმ განაცადა, რომ კავკასიაში მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი უნდა გაკონტროლდეს და ჯარიმა დაწესდეს „ზედმეტშვილიანობაზე“, ხოლო თავად კავკასია მავთულხლართებით უნდა შემოიღობოს.

საფარალიევის თქმით, თუ ლიბერალ-დემოკრატების ლიდერს ექსტრემიზმის შესახებ კანონის მიხედვით პასუხისგებაში ვერ მისცემენ, დეპუტატები შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას მოახდენენ კანონმდებლობაში.