უცხოეთი
საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყანას ბობოქარი პერიოდი ელის, არჩევნების შედეგების მიუხედავად.
„სამწუხაროდ, ჩვენ უკუსვლა გვაქვს ეკონომიკაში, კანონისა და სამართლის სფეროში და საერთაშორისო რეპუტაციაში. იმედი მაქვს, ეს პროცესი შეუქცევადი არ იქნება“, - განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ ინტრიგად სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის ბედი რჩება. სააკაშვილს დაკავებას, გასამართლებასა და პატიმრობასაც კი უწინასწარმეტყველებენ.
„საპრეზიდენტო კამპანიის სათაგან ორი ლიდერი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შედეგ სააკაშვილმა სასჯელიც უნდა მოიხადოს ციხეში. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ყოფითი კორუფციის არსებობა, ეკონომიკური ზრდა და საქარველოს საერთაშორისო აღიარება - ეს ყველაფერი სააკაშვილის გუნდის დამსახურებაა. თუმცა, პრეზიდენტის ოპონენტები ამბობენ, რომ მის მართველობას ჩრდილოვანი მხარეც აქვს, რომლის შესახებაც ცოტა თუ იციან მსოფლიოში“, - აღნიშნავს გამოცემა ТСН.