აქტუალური
გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება შტეფან ფულემ და ქეთრინ ეშტონმა მიულოცეს
catherine-ashton-stefan-fulსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ და საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ქეთრინ ეშტონმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. "ჩვენ ვულოცავთ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს კვირას ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებას. ვულოცავთ აგრეთვე ქართველ ხალხს, მათი ქვეყნის ძლიერი დემოკრატიული ხარისხის დემონსტრირებას. მივესალმებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ანგარიშს", - ნათქვამია მისალოც განცხადებაში. 
ამასთან, შტეფან ფულე და ქეთრინ ეშტონი ვილნიუსში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის წინ, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში, ელიან „საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით".