აქტუალური
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მოსახლეობას მშვიდობიანად ჩატარებულ არჩევნებს ულოცავს
department-usaსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მოსახლეობას მშვიდობიანად ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ულოცავს. განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 
"ყველა ქართველისთვის კიდევ ერთი ისტორიული დღის, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯისა და მისი ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ სწრაფვის მომსწრენი გავხდით. ამ არჩევნებმა ცხადად წარმოაჩინა ხალხის ნება", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს ყველა პარტიის ერთობლივად კონსტრუქციულ თანამშრომლობას საქართველოს სტაბილურობის ხელშეწყობისა და მისი სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისთვის. 
"ველით არჩეულ პრეზიდენტთან, მთავრობასთან, პარლამენტთან და ქართველ ხალხთან ერთად მუშაობას. ჩვენი მყარი სტრატეგიული თანამშრომლობის შენებისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობისა და ქართველი ხალხის ნათელი მომავლის მხარდაჭერის გაგრძელებისთვის", - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.