დავით უსუფაშვილი: „ერთი კვირაში საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარვუდგენთ“
საქართველო, 28 ოქტომბერი,
საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ერთ კვირაში საზოგადოებას კოალიციაში შეთანხმებულ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენენ.
„მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ერთ კვირაში საზოგადოება ქვეყნის ახალი პრემიერის ვინაობას შეიტყობს. რა თქმა უნდა, იგი ჩვენი გუნდიდან იქნება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა დეტალების დაზუსტების გარეშე.