აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: „რუსეთთან ურთიერთობაში უკვე პოზიტივია ტემპერატურის დაბლა დაწევისა და ნდობის აღდგენის თვალსაზრისით“

aqt-2-rusetiსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს 15:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მომავალმა პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც „ფრონტნიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე, - რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მთავარ არგუმენტად მოგყავთ ის, რომ ბაზარი გაიხსნა ჩვენი ღვინისთვის. რა შეიძლება იყო შემდეგი ნაბიჯი, რომელიც ამ ურთიერთობებზე დადებითად აისახება? – მარგველაშვილმა მიუგო:

„ის ეკონომიკური პოზიტივები, რაც გვაქვს რუსეთთან ურთიერთობაში, უკვე პოზიტივია ტემპერატურის დაბლა დაწევისა და ნდობის აღდგენის თვალსაზრისით. ეს არ არის მარტო ეკონომიკა. ამის შედეგად ჩვენ ვახერხებთ, რომ არ ვიყოთ უაღრესად მძიმე და დაძაბულ რეჟიმში. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატის გააქტიურება, თუმცა, ამ მიმართულებით ჯერჯერობით ვმუშაობთ“.