აქტუალური
რიჩარდ ნორლანდი: „საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლად გამოხატა საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან“

aqtual-1-elCi-usaსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა. 
"ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ მისწრაფების პოზიტიური მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვიზიარებთ შეფასებას, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლად გამოხატა საკუთარი ნება საარჩვნო ყუთთან და, შესაბამისად, ეს არჩევანი ზუსტად აისახა საარჩევნო პროცესში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა და ყველა მხარეს კონსტრუქციული თანაშრომლობისაკენ მოუწოდა.

ახლა, როცა ხალხმა გამოხატა თავისი ნება, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

მისივე თქმით, საელჩო ითანამშრომლებს ახალ პრეზიდენტთან, ასევე მთავრობასთან და პარლამენტთან საქართველო-ამერიკის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ნათელი მომავლის შექმნის ხელშესაწყობად.