სამართალი
საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას 2006 წლის 26-27 მარტს სასჯელაღსრულების პირველ, მეხუთე და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში პროტესტი მოჰყვა.
ბაჩო ახალაიასთან ერთად ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბრალდებულები არიან მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე. მოსამართლემ მათაც იგივე სასჯელი შეუფარდა.
თავდაცვის ექს-მინისტრის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ახალაიას ინტერესების დამცველები მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.