სამართალი
ნინო ბურჯანაძე: “მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ესმის, რას ნიშნავს არჩევნების გამყალბებლის იარლიყით პოლიტიკიდან წასვლა და იმედი მაქვს, ისინი ხელს შეუწყობენ იმ შედეგების დაწერას, რაც არის რეალურად!”

samart-1-burjanსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ გვიან საღამოს, მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლების შედეგები გამოცხადდა, ნინო ბურჯანაძე საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ჩვენ ახლა ვიწყებთ პარალელური დათვლის სისტემას, „ქართული ოცნებისოფისშიც არიან წესიერი ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ჯერ არჩევნები არ დასრულებულა, პირველი ტური ნამდვილად არ ამთავრებს ამ არჩევნებს, იქნება მეორე ტური, სადაც ვიქნებით მე და მარგველაშვილი. იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაქართული ოცნებაარ წავლენ ტოტალურ გაყალბებაზე.

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ, ჩვენ დაწერილი გვაქვს ათასზე მეტი საჩივარი. ძალიან უცნაური რამ მოხდა მარნეულში, ბოლნისში, სადაც ბოლო ათი წელია არ ყოფილა შემთხვევები, რომ გათიშულიყო ელექტროენერგიის მიწოდება, რატომღაც სწორედ ამ საღამოს მარნეულის დიდ სოფლებში, სადაც ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავდა, გაითიშა ელექტროენერგიის მიწოდება და ვფიქრობ, რომ თქვენთვის დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, ეს რას ნიშნავს. მოდის ძალიან ბევრი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 4 სააათიდან განსაკუთრებით გააქტიურდნენქართული ოცნებისადანაციონალური მოძრაობისადგილობრივი წარმომადგენლები, რადგან ამ დროისათვის მართლაც ძალიან ბევრ უბანზე პირველ ადგილზე ვიყავი მე, ამიტომ დაიწყო მცდელობები არჩევნების მასიურად ფალსიფიცირებისა.

მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა  წარმომადგენელს, ვინც ახლა უბნებზეა, არ გააყალბოთ არჩევნები, დადეთ ის შედეგები, რაც არის რეალური.  მინდა მოვუწოდო ჩვენს წარმომადგენლებს, არავითარ შემთხვევაში არ დაყაროთ ფარ–ხმალი. თქვენ იცით, რამდენჯერ შევბრძოლებივართ ჩვენ უსამართლობას, რამდენჯერ ვყოფილვართ ჩვენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის გარიგებების მომსწრენი. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ერთი წუთითაც კი ყუთებზე თვალის მოშორება. ახლა თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ ჩვენ იმ ხმების დაცვას, რომელიც ნამდვილად მოვიპოვეთ!“ - აღნიშნა, კერძოდ, ნინო ბურჯანაძემ.