მარგველაშვილი: საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემებითაა გართულებული
საქართველო, 27 ოქტომბერი,
საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ის რიგი სერიოზული პრობლემებით არის გართულებული, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა
გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც განსაკუთრებით პრობლემატურ საკითხთა რიცხვში ტერიტორიულიც დაასახელა. მისი აზრით, აუცილებელია საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში გააქტიურდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის გასაგრძელებლად და ქვეყნის დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ რაციონალური პოლიტიკის გაგრძელებას ვაპირებთ, თუმცა ამავდროულად ამ საკითხებს წამოვჭრით ყველაზე მაღალ დონეებზე საერთაშორისო თანამეგობრობაში და შევეცდებით, მათ განხილვაში ჩვენი პარტნიორებიც ჩავრთოთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.