სამართალი
შსს მოუწოდებს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას - არ მოუსპოს ოკუპაციის ხაზის მიღმა დარჩენილ მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება

samartal-2-de-faktoსაქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მიერ 27 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ 18 ოქტომბერს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ცხინვალის  დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან დაისვა საკითხი, რომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მისცემოდათ  27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, მათ, სამწუხაროდ, თხოვნა არ გაითვალისწინეს და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება ე.წ. გამშვებ პუნქტებზე სრულად შეზღუდეს.

შსს მკაცრად გმობს დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების, არჩევანის გაკეთების პირდაპირი შეზღუდვა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევა.

შსს მოუწოდებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას, გადახედოს მათ მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას და არ მოუსპოს ოკუპაციის ხაზის მიღმა დარჩენილ საქართველოს მოსახლეობას დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება.