უცხოეთი
გამოცემის ცნობით, ამერიკის ხელისუფლება ამჟამად აფრთხილებს რიგი უცხოური ქვეყნების დაზვერვებს, რომლებთანაც საიდუმლოდ თანაშრომლობს, რომ სნოუდენის ხელთ არსებული ზოგიერთი დოკუმენტი ხსენებული სპეცსამსახურების მიერ რუსეთზე, ირანსა და ჩინეთზე მონაცემების შეგროვების თაობაზე ინფორმაციას შეიცავს.
კერძოდ, შესაძლოა გასაჯაროვდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აგროვებდა ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყანა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის მნიშვნელოვან სადაზვერვო მონაცემებს რუსეთის შესახებ, - იტყობინება გაზეთი ადმინისტრაციაში საკუთარ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
„თუ რუსებმა ამის შესახებ შეიტყვეს, მათთვის რთული არ იქნება უკუქმედების შესაბამისი ზომების მიღება“, - განაცხადა ჩინოვნიკმა.