სამართალი
მიშა, 9 წელი მოგვპარე, ნაძირალა და ნაგავი ხარ! ვირთხა ხარ და ვირთხულად ცხოვრობდი! მალე მოგიწევს იქით გადასვლა, სადაც ცოცხებით აუპატიურებდნენ შენი ბრძანებით პატიმრებს! სტაფილოს და კომბოსტოს ციხეში არ მოგაკლებთ!”

1-bermuxaსაქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რესტორან “ბერმუხას” წინ, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვახშმობდა, აქცია მოაწყვეს. მათი განცხადებით, სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე აშორებს და ყველგან, სადაც ის ვახშმობას დააპირებს, დაუხვდებიან და პოლიტიკურ შეცდომებს შეახსენებენ.

„მიშა, 48 საათი გრჩება, 48 საათში რომ წაეთრევი, დიდხანს ვიქნებით ყველაზე ბედნიერი, დიდხანს იქნება საქართველო და მთელი ახალგაზრდობა ბედნიერი! მიშა, არ ჭამე კომბოსტო და სტაფილო? არ გერგება ხორცი, შე ოხერო, ხომ ხედავ. გამოდი, ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებთ, გამოდი და შეძახილებით გაგაცილებთ, შე კურდღელო! გვიხარია შენი წასვლა, შე ნაგავო, შენ! 9 წელი მოგვპარე, მიშა, ნაძირალა და ნაგავი ხარ! ვირთხა ხარ და ვირთხულად ცხოვრობდი! სტაფილოს და კომბოსტოს ციხეში არ მოგაკლებთ, მიშა, დარწმუნებული იყავი! აუცილებლად აღმოჩნდები ვანოს და ახალაიების გვერდზე! მალე მოგიწევს იქით გადასვლა, სადაც გლდანის ციხეებია, სადაც ცოცხებით აუპატიურებდნენ შენი ბრძანებით პატიმრებს, შე არაადამიანო!“ - ისმოდა აქციის მონაწილეთა შეძახილები.