უცხოეთი
კარლ ბილდტმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, უკრაინის შეცდომები არ გაიმეოროს

karl-bildtსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მოვლენების განვითარებას და იმედოვნებს, რომ საქართველო უკრაინის მიერ დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასასრულს ერთობლივ პრესკონფერენციაზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ განვიხილეთ არსებული პრობლემები. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო არ გაიმეორებს უკრაინის მიერ დაშვებულ შეცდომებს. ქვეყანამ უნდა განაგრძოს წინსვლა“, - განაცხადა ბილდტმა.