სამართალი
საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზურაბ ბიგვავას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრი "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ამომრჩეველთა 57.6% მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს უჭერს, 11.8% – „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს, 7.1% - „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს, 3,1% - შალვა ნათელაშვილს, 2% - ნესტან კირთაძეს, ხოლო 1,7% - გიორგი თარგამაძეს. 4,7% მხარს არ უჭერს არც ერთ კანდიდატს, ხოლო 10,3%–მა პასუხის გაცემაზე უარი თქვა.