რელიგია
ფონდს, რომელსაც პირველ შესატანს, 50 000 დოლარს უწმიდესი შეწირავს, თავად პატრიარქი უხელმძღვანელებს. ფონდის თავმჯდომარის მოადგილეობაზე სურვილი შეხვედრაზე მყოფმა მინისტრებმა გამოთქვეს, მდივნის ვინაობა კი 1 კვირაში გახდება ცნობილი.
შეხვედრაზე ითქვა, რომ უნდა განისაზღვროს ტერიტორიები, სადაც ხეების დარგვა, მათი წვეთოვანი სისტემით მორწყვა და მეთვალყურეობა მოხდება. ასევე უნდა მოხდეს ამ მიზნით სანერგეებში ნერგების გამოყვანა, დარგვის პროცესში კი მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები, რომლებსაც ყოველ გახარებულ ერთ ხეზე 50 თეთრს გადაუხდიან.