უცხოეთი
ანქვაბი: „საქართველოსთან დიალოგისთვის მზად ვართ მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ“

1-ucxoeti-3საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ხელისუფლება ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას საქართველოსთან ურთიერთობის მთავარ თემად მიიჩნევს. ამის შესახებ აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ კოორდინატორ ნილს სკოტთან შეხვედრისას განაცხადა.

გაეროს წარმომადგენლის ცნობით, ის პირველად მიიღებს მონაწილეობას ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებში და ამიტომ სურს, არსებული საკითხების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით აფხაზური მხარის აზრიც იცოდეს. ალექსანდრე ანქვაბმა აღნიშნა, რომ აფხაზური მხარის პოზიცია უცვლელი რჩება და არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება საქართველოში ხელისუფლების სათავეში.

„მზად ვართ, მშვიდობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქართულ მხარესთან საკითხებზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ანქვაბმა.