აქტუალური
მიხეილ ხუბუტია: „საქართველოსთან სავიზო რეჟიმი რომ არ დაგვეწესებინა, ახლა ქვეყანაში 500.000 ადამიანი იქნებოდა დარჩენილი!“

1-xubutia-mikheilსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. "რუსეთში ქართველთა კავშირის" პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის დაწესებისათვის მადლობა გადაუხადა.

ეს განცხადება ხუბუტიამ ბაშკირეთის დედაქალაქში გააკეთა, სადაც პუტინი ინტერნაციონალური ურთიერთობების საბჭოს წევრებს ხვდებოდა. 
„ჩვენ რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი არ დაგვეწესებინა, ახლა ქვეყანაში მხოლოდ 500.000 ადამიანი იქნებოდა დარჩენილი. ყველა რუსეთში გადმოვიდოდა. ქართველები მადლიერი უნდა იყვნენ, თუმცა მათ ეს არ ესმით. მინდა ისიც ვთქვა, რომ ქართულმა ეკლესიამ, რომელიც აქ მუშაობს, მათი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი კედელზე ჩამოკიდა. ოპოზიციას ეკლესიაში პრაქტიკულად არ უშვებდნენ. მეც კი გამომაგდეს იქიდან, თუმცა მრავალრიცხოვანი წერილების, სამართალდამცავი ორგანოების და პატრიარქის დახმარებით ჩვენ ეს ყველაფერი გავწმინდეთ და ახლა ამ ეკლესიაში არა მხოლოდ ქართველები, არამედ სხვადასხვა ხალხი, აფხაზები, ოსები და რუსებიც დადიან“, - განაცხადა ხუბუტიამ.