აქტუალური
უცხოელ სტუმრებთან შეხვედრის პარალელურად რესტორანთან საპროტესტო აქცია გაიმართა. „ნაციზმი დასრულდა!“ - ამ შინაარსის პლაკატებით უფლებადამცველებმა და ყოფილმა პოლიტპატიმრებმა სააკაშვილის 9-წლიანი მართველობა გააპროტესტეს. „მიშა, შენ ხარ ნაძირალა, მკვლელი! შენი ადგილი შენს ძმაკაცებთან, ვანიჩკასა და ბაჩოსთან იქნება მალე!“ - ისმოდა აქციის მონაწილეთა შეძახილები.
„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე. უფლებადამცველ გიორგი გაბედავას თქმით, სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 5 დღე დარჩა და ამ აქციით მას 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებები კიდევ ერთხელ შეახსენეს.