სამართალი
საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი მამუკა კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით).