უცხოეთი
ოლეგ ბარციცი: „ჩვენი ამოცანაა, რუსეთის ბაზარზე მეწარმეს გზა გავუიოლოთ“

1-barcicსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა მიიღო აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში ოლეგ ბარციცი და რუსეთ-აფხაზეთის საქმიანი საბჭოს წარმომადგენლები, რომლებიც მოსკოვში რუსეთის საგამოფენო ცენტრის გამოფენაში აფხაზეთის მონაწილეობის ორგანიზატორები არიან.

ოლეგ ბარციცმა პრეზიდენტს მოუთხრო, თუ როგორ ჩატარდა აგრომრეწველობის მე-15 საერთაშორისო გამოფენა „ოქროს შემოდგომა-2013“. მან აღნიშნულ ღონისძიებაში აფხაზეთის მონაწილეობა ზოგადად დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გამოფენაში პირველად მიიღეს მონაწილეობა აფხაზმა ფერმერებმა.

„ჩვენი ამოცანაა, რუსეთის ბაზარზე მეწარმეს გზა გავუიოლოთ“, - აღნიშნა ოლეგ ბარციცმა.

აფხაზმა მეწარმეებმა 6 მედალი, მათ შორის, მთავარი ჯილდო - 500 გრ-იანი ოქროს ზოდი მიიღეს.