სამართალი
საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ქერჩის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,შემოიხედე“-ს ადმინისტრატორები – 1972 წელს დაბადებული ირინე ბ. და 1970 წელს დაბადებული ფატმან ნ. პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაჰკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).