რელიგია
ეკლესიის კურთხევას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი) და ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავითი, სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები დაესწრნენ. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდა ეკლესიის მრევლი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა განახლებული საკურთხეველი და ტაძარში მყოფი პირები დალოცა.
ტაძრის კურთხევის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა თავდაცვის სამინისტროს ეზოში გადაინაცვლა, სადაც ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ყოფილი გალავნის ადგილას აღმართული ქვაჯვარი აკურთხა. სტელაზე 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმიის მიერ ტაძრის ჩრდილოეთის კედელთან დახვრეტილი 6 იუნკერისა და მაშინდელი დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სახელები და გვარებია ამოტვიფრული. კათოლიკოს პატრიარქმა მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა.