პოლიტიკა
მარგველაშვილი: „პირველ ტურში გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, გაიმარჯვებს ქართული საზოგადოება, გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს დემოკრატია!“

1-pol-2-marneuli-margvსაქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრები დაასრულა. ბოლოს ის 19 ოქტომბერს მარნეულის და რუსთავის მოსახლეობას შეხვდა და საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი მარნეულში შეკრებილ საზოგადოებას პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა. „მალე საქართველოს ევროპული ტიპის პრეზიდენტი ეყოლება. პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში რეალურად ევროპული ტიპის არჩევნები ჩატარდება, თქვენ აირჩევთ ხელისუფლებას, რომელსაც თქვენ კი არ მოემსახურებით, არამედ პირიქით, ის მოგემსახურებათ თქვენ. სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება გიორგი მარგველაშვილი და ის სწორედ ამ განწყობით მოდის, რომ მოემსახუროს საკუთარ ხალხს და მოქალაქეებს!“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რუსთაველ ამომრჩევლებს გიორგი მარგველაშვილი მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ მსახიობები გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, მომღერალი ირმა სოხაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მეორე ტური არ იქნება და ის პირველ ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს: პირველ ტურში გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, გაიმარჯვებს ქართული საზოგადოება, გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს დემოკრატია!“, - განაცხადა "ქართული ოცნების"  პრეზიდენტობის  კანდიდატმა.