აქტუალური
რიჩარდ ნორლანდი: „ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები უნდა განიხილებოდეს სასამართლოში კანონის შესაბამისად, და არა საზოგადოებრივი აზრის სამსჯავროზე“

1-akt-3-norlandსაქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. პროკურატურა საზოგადოების დამოკიდებულების შესაცვლელად მნიშვნელოვან პროცესებს იწყებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო “რედისონში” მთავარი პროკურატურის სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა.

ნორლანდის განმარტებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ძლიერ და ეთიკურ პროკურატურას, რომელიც სამართლებრივ პროცესს პატივს სცემს.
„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ძლიერ და ეთიკურ პროკურატურას, რომელიც პატივს სცემს სამართლებრივ პროცესს; ასევე სრულად იცავს კანონის უზენაესობას ყველა შემთხვევასთან მიმართებაში, მათ შორის მთავრობის ყოფილი ოფიციალური პირების გამოძიებასთან მიმართებაში და მათთვის ბრალდების წაყენების დროსაც. ასევე მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს, რომ ეს საქმეები განიხილებოდეს სასამართლოში, კანონის შესაბამისად, და არა – საზოგადოებრივი აზრის სამსჯავროზე”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა და იქვე აღნიშნა, რომ აშშ და ევროკავშირი სხვა პარტნიორებთან ერთად მოხარული არიან, რომ აქვთ შესაძლებლობა, პროკურატურას შესთავაზონ პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს პროკურატურის პროფესიონალიზმის ამაღლებას.