აქტუალური
პრემიერი ივანიშვილი: „აბსოლუტურად არ მაქვს სურვილი, რომ ვინმე გავანადგურო და ჩემი პრეზიდენტი ციხეში მოხვდეს!“

1-Bizo-akt-3საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. “აბსოლუტურად არ მაქვს სურვილი, რომ ჩემი პრეზიდენტი ციხეში მოხვდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან  გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„აბსოლუტურად არ მაქვს სურვილი, რომ ვინმე გავანადგურო და  ჩემი პრეზიდენტი ციხეში მოხვდეს, მაგრამ საშუალება ექნება საზოგადოებას და რწმენა ექნება იმის,  რომ ისეთი სასამართლო იქნება, ისეთი პროკურატურა, რომ ვინც დააშავა, ყველა აგებს პასუხს. ამის საფუძველს ვქმნით ჩვენ... ჩვენ დავუშვით ძალიან დიდი შეცდომები. დიდი გამოცდები ჩავატარეთ ბოლო 20–22 წლის განმავლობაში. მე ვფიქრობ, დღეს ჩვენ განვითარების საკმაოდ მაღალ ეტაპზე ვდგავართ. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი. არ შეიძლება ადამიანის უფლებები ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს – მან დააშავა და შენ კიდევ უარესი გააკეთო და იძალადო. ახლა კეთილი ინებეთ, ევროპელებისთვის გასაგებად მოვიქცეთ. თუ ევროპელობა გვინდა, ევროპელებმა უნდა გაიგონ ჩვენი ხელწერა, რომ ჩვენ მათი ნაწილი ვართ და იმ გზით უნდა წავიდეთ  და არა იმ გზებით, რომლებსაც თქვენ გვახვევთ თავს. დამნაშავე უნდა დასაჯოს სასამართლომ და არა თქვენ, არა ინაშვილმა და არა მე. კეთილი ინებეთ და დაელოდეთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.