პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „60%-ზე ნაკლებიც რომ მიიღოს გიორგი მარგველაშვილმა, ესეც შეურაცხმყოფელი იქნება ჩემთვის!“

1-Bizo-pol-2საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს, 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრა გამართა  ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო რადიოსადგურების მთავარ რედაქტორებთან.

 

შეხვედრაზე პრემიერმა ძირითადი აქცენტი გააკეთა მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები მთავრობის მუშაობის შეფასების ერთგვარ რეფერენდუმადაც შეიძლება ჩაითვალოს.

პრემიერის თქმით, 60%-ზე ნაკლებიც რომ მიიღოს გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში, ესეც შეურაცხმყოფელი იქნება მისთვის.

"მე, რა თქმა უნდა, ჩემს საქმეს გავაგრძელებ, მაგრამ ენთუზიაზმი მექნება ნაკლები, რამეთუ 50,1% არ იქნება იგივე, რაც 60%-ზე მეტი ხმა რომ მოგროვდეს", - განაცხადა ივანიშვილმა. 
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარდამჭერებს, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე. "მოდით, ვისაც გჯერათ ჩვენი", - განაცხადა ივანიშვილმა.