აქტუალური
საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

1-kezer-akt-1საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ექს-ენ-პროვანსის ადგილობრივმა სასამართლომ 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ  საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონმა განაცხადა.

ახლახან დასრულდა სასამართლო პროცესი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დავით კეზერაშვილს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ზუსტად 40 დღეში ქართულმა მხარემ საფრანგეთს უნდა გადასცეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია მისი ექსტრადიციის შესახებ“, – განაცხადა ელჩმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევა, რამაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზარალი გამოიწვია; ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება.