რელიგია
როგორც მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნეს, საქართველოს მოქმედი ეპარქიების რიცხვი ექვსით გაიზარდა. 7 სასულიერო პირი კი მღვდელმთავრის ხარისხში აიყვანეს.
წმინდა სინოდის სხდომაზევე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი და მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი ვახტანგი პენსიაზე გავიდნენ.
სინოდის ბოლო სხდომის განჩინება საპატრიარქომ მედიას გააცნო. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სინოდმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული ვითარება განიხილა. ასევე იმსჯელა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ ორი ახალი ეკლესიის საძირკვლის კურთხევის შესახებ და საქართველოში რელიგიური დაპირისპირების შექმნის მცდელობაზე.