აქტუალური
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე გადადგა და აშშ–ში მიემგზავრება

1-akt-2-batuსაქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია გადადგა. როგორც  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მეორე მოადგილე თამარ კიწურაშვილი აცხადებს, „ამჟამად ბათუ ქუთელია შვებულებაშია, თუმცა ამის შემდეგ თანამდებობას დატოვებს, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ 1–წლიანი ხელშეკრულება გააფორმა“. თუმცა მას არ დაუზუსტებია – კონკრეტულად სად და რა თანამდებობაზე იმუშავებს შტატებში ბათუ ქუთელია.

ბათუ ქუთელია რამდენიმე წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იყო, მაგრამ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად გიგა ბოკერიას დანიშვნის შემდეგ მის მოადგილედ დაინიშნა და ბოლო დრომდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა.