პუბლიკაციები
საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ერთი კვირის წინ ამერიკულმა კომპანიამ „Greenberg, Quinlan, Rosner Research“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩატარდა და რომლის მიხედვით გამოკითხულთა 79%–მა უპასუხა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრებას მხარს უჭერს (სრულიად უჭერს მხარს – 55%, მეტ–ნაკლებად – 24%).