სამართალი
საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების ინტოქსიკაციის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.
თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეების კვებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში მიდგომა ფუნდამენტურად შეიცვალა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი სახის მცირე ინციდენტებსაც კი აღარ ექნება ადგილი.
მინისტრმა სამხედროების ინტოქსიკაციის ძველი ფაქტებიც გაიხსენა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ივნისში 11 სამხედრო მოსამსახურეს მსუბუქი ინტოქსიკაცია ჰქონდა, სამხედრო პოლიციამ აღნიშნულ შემთხვევაზე მოკვლევა დაასრულა. ირაკლი ალასანიას განმარტებით, ამ საკითხს საიდუმლო გრიფი ადევს. მოხდა შესაბამისი ცვლილებები როგორც გაერთიანებულ შტაბში, ასევე სამინისტროში, შეიცვალა შპს "ქართული კვების კომპანიის“ მენეჯმენტიც.