აქტუალური
საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ ქართველი ჯარისკაცების მორიგი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის 105-მა სამხედრო მოსამსახურემ 6 თვის განმავლობაში წარმატებით შეასრულა მათზე დაკისრებული მოვალეობა.
ქართველ სამშვიდობოებს აეროპორტში გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე და გაერთიანებული შტაბის სხვა ოფიცრები დახვდნენ.
გეგმური როტაცია დასასრულს უახლოვდება. 42-ე ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთში ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.