აქტუალური
“გუდვილი“ გაკოტრდა
aqtual1საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო zonanews.ge -ს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო კომპანია გუდვილის” განცხადება, რომელიც გადახდისუუნარობის საქმის დაწყებას ითხოვს. უცნობია, რა მოცულობის დავალიანება დაუგროვდა კომპანიას, თუმცა, სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ გუდვილს” უნარი აღარ შესწევს, კრედიტორების მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ორი დღის წინ სასამართლომ წარმოებაში “გუდვილის” შვილობილი კომპანია “მარშეს” გადახდისუუნარობის შესახებაც მიიღო განცხადება. მარშეს” დაახლოებით 32 მილიონ 340 ათასი ლარი კრედიტორული დავალიანება დაუგროვდა, საიდანაც 19 მილიონის გადახდის ვადა უკვე მოვიდა.