სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტზე გერმანიის მოქალაქე დააკავა

samartali3საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს თანამშრომლებმა გერმანიის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ფლორიან რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ფლორიან რ–ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ლიზერგინის მჟავით – ე.წ. „ელ-ეს-დე“-თი გაჟღენთილი 72 მცირე ზომის ფირფიტა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.