აქტუალური
ნინო ბურჯანაძე: „სამწუხაროდ, მე წესიერად ისიც კი ვერ გავიგე, რა პოზიცია აქვთ ხელისუფლების უმაღლეს პირებს საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით“

aqtual3საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ნინო ბურჯანაძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში რენო სალენსს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა იყო საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენები. საფრანგეთის ელჩი ასევე დაინტერესდა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სამართალდარღვევათა კონკრეტული ფაქტებით და ბურჯანაძის შეხედულებით არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა აღნიშნა:

მე მაქვს პრეტენზიები ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებასთან, რომელიც აბსოლუტურად არაქმედითი და არაეფექტურია. მე წესიერად ისიც კი ვერ გავიგე, რა პოზიცია აქვთ ხელისუფლების უმაღლეს პირებს. ისინი საუბრობენ ყველასთან და ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც ყველაზე მტკივნეული და უმთავრესი თემაა ქვეყნისათვის.

...რაც ყველაზე ცუდია, მგონი, დებატებსაც არ აპირებს სახელისუფლებო ორი კანდიდატი. სახელისუფლებოშინაციონალურ მოძრაობასადაქართულ ოცნებასვგულისხმობ, რადგან ყველა ვხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა. მე იმედი მქონდა, რომ დებატები გაიმართებოდა და მოსახლეობას ექნებოდა შესაძლებლობა, ობიექტური ინფორმაციის შედეგად მიეღო სწორი გადაწყვეტილება არჩევანის გაკეთებისას.