აქტუალური
ნინო ბურჯანაძე: „ხელისუფლების წარმომადგენლები თან იძახიან, გარღვევა გვაქვსო, თან ვერ ახერხებენ რუსეთის ხელისუფლებასთან ამ უმნიშვნელოვანესი თემის გარშემო საუბარს...“

aqtual2საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ნინო ბურჯანაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამართალდარღვევათა კონკრეტული ფაქტების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გარემო ბევრად თავისუფალია, კამპანია არასამართლიანად და არათანაბარ გარემოში მიმდინარეობს. ძირითადი კონკურენტებისგან განსხვავებით, ნინო ბურჯანაძეს არ აქვს

შესაძლებლობა, ისარგებლოს უფასო სარეკლამო დროით, საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია მხოლოდ კონკურენტი პარტიების წარმომადგენლებით და .. ყველა ელჩისთვის უცნაურია ფორმულირება, რომლის გამოც ნინო ბურჯანაძეს არ მიეცა არც დაფინანსება და არც უფასო საეთერო დრო, რადგან ევროპული პრაქტიკა, რაზეც ხშირად ლაპარაკობენ ჩვენი ე.წ პროდასავლური პოლიტიკოსები, სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები.

„ხელისუფლების წარმომადგენლები თან იძახიან, გარღვევა გვაქვსო, თან ვერ ახერხებენ რუსეთის ხელისუფლებასთან ამ უმნიშვნელოვანესი თემის გარშემო საუბარს...“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.