აქტუალური
ნინო ბურჯანაძე: „დარწმუნებული ვარ - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არჩევნების გამყალბებლის სახელით არ წავა!“

aqtual1საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„ძალიან საინტერესოა, რომ ქართული ოცნების მიერ ჩატარებული შიდა კვლევა, ენდიაის და გრინბერგისკვლევა დაემთხვა ერთმანეთს. თუმცა მე ეს სრულიად არ გამკვირვებია, რადგან ეს არის არჩევნების წინასწარი გაყალბების და ადამიანებზე ზემოქმედების ძალიან კარგი, აწყობილი სქემა. რაც შეეხება გრინბერგს, მე სხვას არაფერს ველოდი, რადგან ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობაოფიციალურად უხდის თანხას.

მე მინდა გავაფრთხილო ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმასთან დაკავშირებით, რომ მის ზურგს უკან აშკარად იკვრება გარკვეული შეთქმულების ქსელი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. წინასწარ ხდება ადამიანების შეგუება გაყალბებული არჩევნების შედეგებთან, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებს იმას, რომ ის პოლიტიკიდან არჩევნების გამყალბებლის სახელით წავიდეს!

ამიტომ მან უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ ის კოჰაბიტაციური გარიგებები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაში გადაიზარდა, ნამდვილად იქნეს აღკვეთილი და არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს“.