სამართალი
საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის სრულფასოვანი წევრი ხდება
1samart-2-ministerialსაქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტერიალის (SEDM) ინიციატივას უერთდება. გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განცხადებასაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე გააკეთა. „დღეიდან საქართველოს მონაწილეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტრების ინიციატივაში არ იქნება მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი. დღეს განვაცხადეთ და საქართველოს გადაწყვეტილება ვაცნობე მინისტრებს, რომ ჩვენ გვინდა გავხდეთ სრულფასოვანი წევრები. პროცედურები დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება. მომავალი წლიდან უკვე გავხდებით ამ ორგანიზაციის წევრი, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფორმატია რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ნატოში ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. აღნიშნული ფორმატი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას და მონაწილე ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ემსახურება.