უცხოეთი
საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ცნობილი ფრანგი მსახიობი პიერ რიშარი მოხარული იქნებოდა, მისთვის რუსეთის მოქალაქეობა რომ მიეცათ, თუმცა რუსეთში გადასახლებას თავისი დიდი ოჯახის გამო ვერ მოახერხებს. ამის შესახებ მან „იტარ-ტასს“ განუცხადა. „ჩემსა და დეპარდიეს შორის სხვაობა ისაა, რომ მე ბევრი შვილიშვილი მყავს. მოხარული ვიქნებოდი, რუსეთის მოქალაქეობა რომ მიმეღო, მაგრამ როგორ დავტოვო შვილიშვილები, ოჯახი?“ - განაცხდა რიშარმა და დასძინა, რომ მშვენივრად ესმის დეპარდიეს არჩევანისა, რფ-ს მოქალაქე გამხდარიყო.