აქტუალური
საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სლოვენიაში გაემგზავრა. თავდაცვის მინისტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ალასანია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ეველინ ფარკასთან და სლოვენიის თავდაცვის მინისტრ რომან იაკლიჩთან. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ნატოში ინტეგრაცია და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა იქნება.