სამართალი
არაბული ქვეყნების ლიგის დელეგაცია შსს–ს ეწვია

samartali-1-delegaciaსაქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროში არაბული ქვეყნების ლიგის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა.
შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა თამარ ტალიაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ სტუმრებს სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

შეხვედრაზე არჩევნების პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. სტუმრები გაეცნენ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ „არჩევნების პერიოდში უწყების მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციას“ რომელიც არჩევნების პერიოდში პოლიციელთა უფლება-მოვალეობებს, კანონით დადგენილ აკრძალვებსა და შეზღუდვებს განსაზღვრავს.