წინა დღეს თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა ფედერალური უწყებების თანამშრომლები გააფრთხილა, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულება აშშ-ში საგანგებო რეჟიმზე გადადის. იძულებით შვებულებაში გავიდა ნასას სპეციალისტთა 90 პროცენტი, ენერგეტიკის სამინისტროს მუშაკთა თითქმის 70% და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მოსამსახურეთა 50%.
სულ საბიუჯეტო კოლაფსი, რომელიც რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის სახელმწიფო ვალის ლიმიტის ზრდასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ გამოიწვია, 3 მლნ კაცზე მეტს შეეხება. თუმცა, კონგრესმა მოასწრო კანონის მიღება, რომლის თანახმადაც სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ანაზღაურება არ შეუწყდებათ.
რესპუბლიკელები კვლავაც იჟინებენ, რომ ფედერალური ბიუჯეტის პროექტი მომავალ საფინანსო წელს მხოლოდ ჯანდაცვის რეფორმის რეალიზაციის გადავადების სანაცვლოდ შეიძლება დამტკიცდეს. სენატი კი, სადაც უმრავლესობას დემოკატები შეადგენენ, ამის სასტიკი წინააღმდეგია.
რამდენ ხანს გაგრძელდება აღნიშნული საბიუჯეტო კრიზისი, ვაშინგტონი არ პროგნოზირებს.