აქტუალური
„ფსიქოპროექტი": ეკლესია - 3.50 ქულა, შსს - 2.82 ქულა

eklesiaსაქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რომლის პრეზენტაცია გუშინ, 1 ოქტომბერს, 13:00 საათზე სასტუმრო "რედისონში" გაიმართა, ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში ეკლესია ლიდერობს. 4-ქულიანი შკალით კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა რესპონდენტებმა ეკლესიას 3,50 ქულა მიანიჭეს, მეორე ადგილს 3,24 ქულით - შეიარაღებული ძალები, მესამე ადგილს კი 3,04 ქულით პატრული იკავებს. კვლევის მიხედვით, შსს–ს რესპონდენტებმა 2,82 ქულა მიანიჭეს. 
სხვა ინსტიტუტების შეფასების მაჩვენებლები კი ასე გადანაწილდა: მთავრობა - 2,67, არასამთავრობო სექტორი - 2,65, ცესკო - 2,60, პარლამენტი - 2,60, პროკურატურა -2,51, მასმედია - 2,44, სასამართლო 2,37 და პრეზიდენტი- 2,02.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 16–23 სექტემბრის პერიოდში საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობდა. შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 2 201 რესპონდენტი გამოიკითხა. 
შედეგების პრეზენტაცია "ფსიქოპროექტის" ხელმძღვანელმა ზურაბ ბიგვავამ გამართა, რომლის განცხადებით, სტატისტიკური ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2,3%-ია.