საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის ფედერალურ სახელმწიფო დაწესებულებებს დაფინანსება შეუწყდათ, რის გამოც ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა შეაჩერა. დაფინანსების შეწყვეტა კონგრესის ორ პალატას შორის ბიუჯეტთან დაკავშირებით შორის უთანხმოებას უკავშირდება. წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელების უმრავლესობამ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების ერთი წლით გადადება მოითხოვა. სენატმა კი, სადაც უმრავლესობაში დემოკრატები არიან, აღნიშნული ქმედების საპასუხოდ ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო. მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევის ვადა უკვე ამოიწურა და ფედერალურმა ორგანოებმაც საქმიანობის ეტაპობრივად შეჩერება დაიწყეს. კომპრომისის მიღწევამდე ფედერალური მთავრობის 800 ათასი თანამშრომელი აუნაზღაურებად შვებულებაში იქნება, სახელმწიფო დაწესებულებები კი მოქალაქეებს აღარ მოემსახურებიან. ეს პასპორტების და ვიზების გაცემასაც ეხება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების, მათ შორის ავიადისპეტჩერთა და ბირთვული არსენალის შემნახველი სამსახურის დაფინანსება გაგრძელდება. აშშ-ში უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ეს ფედერალური მთავრობის დათხოვნის პირველი შემთხვევაა.