სამართალი
საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული კონსტანტინე ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში, წერეთლის გამზირზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას „ა-კა-ეს“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 28 საბრძოლო ვაზნა და ერთი მჭიდი ამოიღეს.
კონსტანტინე ხ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.