რელიგია
უწმინდესი სამშობლოში ზეგ დაბრუნდება

uwmindesiსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამშობლოში 7 ნოემბერს დაბრუნდება. უწმინდესი გერმანიაში 16 ოქტომბერს, ექიმების რეკომენდაციით, დასასვენებლად გაემგზავრა, რადგან ბოლო დროს მას გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ილია მეორე საზღვარგარეთ პერიოდულად მიემგზავრება და იქ გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას გადის.