სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა და ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრა

samart-1საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ლიტვა-ბელარუსის საზღვართან მდებარე მედინინკაის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული ლიტველი მესაზღვრეების ხსოვნას პატივი მიაგო.

1991 წლის 31 ივლისს მედინინკაის სასაზღვრო პუნქტს თავს დაესხა საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმი, რის შედეგად შვიდი ლიტველი მესაზღვრე დაიღუპა.

ამით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა და ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე“ ერთობლივ განცხადებას.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში 28 სექტემბერს დასრულდება.