აქტუალური
საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-მ თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს სასტუმრო „ვიქტორია“-ს მესაკუთრე არჩილ ტ. და ადმინისტრატორი მარინა ლ., სასტუმრო ,,კოსმოსი“-ს ადმინისტრატორ-მესაკუთრე ნანა ა., სასტუმრო „ლუქსი“-ს ადმინისტრატორ-მესაკუთრე ნუნუ ს. და სასტუმრო „ბაკური“-ს ადმინისტრატორი ნორა ს. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საუნის ადმინისტრატორი და მესაკუთრე - როზა ტ. და ოთარ კ.
ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდნენ.
სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სტატუსით უკვე დაკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.
![]() |